პროგრამის თვითშეფასება

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესების მიზნით პროგრამის განმახორციელებელი, დებულების თანახმად, წელიწადში ერთხელ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს წარუდგენს თვითშეფასების ანგარიშს. თვითშეფასება პროგრამის განხორციელების თანმდევი პროცესია, რომლის შედეგები აისახება თვითშეფასების ანგარიშში. 

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებში განსაზღვრულია მინიმალური მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამა. კრიტიკული თვითშეფასება, ხარისხის სისტემატიური გაუმჯობესების მიზნად დასახვა და შესაბამისი განვითარების გეგმის შემუშავება დაეხმარება პროგრამის განმახორციელებელს სრულყოს და განავითაროს საკუთარი პროგრამები. 

ანგარიშის მოსამზადებლად გამოიყენება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული თვითშეფასების ანგარიშის ფორმა და რაოდენობრივი მონაცემების წარმოდგენის სარეკომენდაციო ფორმა.

ცენტრის მიერ პროგრამის განმახორციელებლების მონაწილეობით შემუშავებულითვითშეფასების ანგარიშის მომზადების სარეკომენდაციო სახელმძღვანელოდაეხმარება განმახორციელებლებს თვითშეფასების ანგარიშის ხარისხიანად მომზადებაში.  

პროგრამის თვითშეფასებას შედეგად უნდა მოჰყვეს პროგრამის შემდგომი დახვეწა და, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებების შეტანა როგორც თავად პროგრამაში, ასევე მისი განხორციელების პროცესში.

ხარისხის გასაუმჯობესებლად შეიძლება შეიცვალოს აქტივობები, სასწავლო რესურსები, შეფასების სისტემა, მეთოდები და ტესტის შინაარსი, პროგრამის სტრუქტურა და განხორციელების გეოგრაფიული არეალი, გამტარიანობა, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და სხვა. 


პროგრამაში არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელმა აკრედიტაციის მინიჭების მოთხოვნით ცენტრში უნდა წარადგინოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამა.