მობილობა

სტუდენტების მობილობის პორტალის ვიდეო ინსტრუქცია

 

მობილობის პროცესი არეგულირებს სტუდენტის გადასვლას ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა  დაწესებულებაში. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად.  

 

 

მობილობის პროცესი  წელიწადში ხორციელდება ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში - ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. 

 

მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის -  2200 220 (შიდა 3523) - საშუალებით, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge

 

 

 სტუდენტების მობილობის პორტალის ვიდეო ინსტრუქცია