დასრულდა კენჭისყრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად. გთავაზობთ უკეთესი შედეგების მქონე კანდიდატთა რანჟირებულ სიას.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა წევრთა არჩევის პროცედურა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2-დღიანი სამუშაო ვიზიტით საინფორმაციო ქსელის ENIC-NARIC-ის დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები ეწვივნენ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურა
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 21 მაისს, 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ეკონომიკის დარგის ქვედარგად „ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის“ კვალიფიკაციის დამატების საკითხი.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა
დამტკიცდა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების წლიური ანგარიშის ახალი ფორმები. ამასთან, სხვადასხვა ფორმად დამტკიცდა საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმები და წლიური ანგარიშის ფორმები.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2013 წლის 29 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. განხილულ იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების პრინციპები და წესი.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში 19 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე იმსჯელეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის შესახებ.
2013 წლის 16 აპრილს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდეგში უსდ) წარმომადგენლებთან უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შესახებ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების პრინციპზე. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ცხრა წევრით.
2013 წლის 2 მაისი, 18:00 საათი
2013 წლის 29 აპრილს, 16 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გიწვევთ შეხვედრაზე, რომელზეც განვიხილავთ საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს მუშაობის ფორმატს და პრინციპებს.