კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     

WORLDSKILL GEORGIA

გამოცადეთ თქვენი შესაძლებლობები, აღმოაჩინეთ თქვენი უნარების ძალა, მიიღეთ მონაწილეობა პროფესიული უნარების ეროვნულ შეჯიბრებაში!

20 დეკემბერი, 2016

2017 წლის 18-19 იანვარს თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში:

ვებდიზაინი
გრაფიკული დიზაინი
სამზარეულო საქმე
სარესტორნო სერვისი
საკონდიტრო საქმე
საპარიკმახერო საქმე

WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს 20 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად შეავსონ განაცხადი და დარეგისტრირდნენ WorldSkills Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე www.worldskills.ge

შეავსეთ განაცხადი


გაითვალისწინეთ, შეჯიბრის მონაწილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 22 წელს 2017 წლის პირველ ნოემბრამდე!

28 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით დარგის ექსპერტები შემოსული განაცხადებისა და მონაწილეობის მსურველ კანდიდატებთან პირადი გასაუბრების საფუძველზე შეარჩევენ WorldSkills Georgia -ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრების მონაწილეებს.

თითოეულ პროფესიაში არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მაქსიმუმ 8 მონაწილე. გამონაკლისია ვებდიზაინი, რადგან ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა შეჯიბრებაში მონაწილეობა ერთდროულად მიიღოს 18 მონაწილემ. თითოეულ პროფესიაში გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები, რომლებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები.

WorldSkills Georgia 2017 - ეროვნულ შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტდება WorldSkills Georgia-ს ეროვნული გუნდი. ეროვნული გუნდი მონაწილეობას მიიღებს WorldSkills–ის რიგით 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში გაიმართება.

WorldSkills Georgia არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტი - WorldSkills Georgia - 2012 წელს დაიწყო და განხორციელდა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით.

2012 წლიდან WorldSkills Georgia, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით არის WorldSkills International-ის წევრი. ეწვიეთ ვებგვერდს www.worlskills.org, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის 60-წლიან ისტორიას.

საქართველოში WorlsSkills-ის ეროვნული შეჯიბრება ჩატარდა ორჯერ. საქართველოს გუნდმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა WorlsSkills-ის საერთაშორისო შეჯიბრში (2013 წელი, ლაიფციგი - სამ პროფესიაში: სამზარეულო საქმე, შედუღება, ვებ-დიზაინი; 2015 წელი, სან-პაულო - ექვს პროფესიაში: სამზარეულო საქმე, შედუღება, ვებდიზაინი, სარესტორნო საქმე, ფლორისტიკა, საპარიკმახერო საქმე).

დარეგისტრირდით WorldSkills Georgia-ს ვებგვერდზე www.worldskills.ge პროფესიული უნარების რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, გამოცადეთ შესაძლებლობები, აღმოაჩინეთ უნარების ძალა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995) 577 278841
(+995) 577 587005

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge