კალენდარი

arrow აგვისტო 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
222324252627
28293031   

WORLDSKILL GEORGIA

Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია გაიმართა

18 იანვარი, 2017


17 იანვარს Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრების გახსნის ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია Worldskills-ის პრეზიდენტი საიმონ ბართლი, რომელიც ღონისძიების სტუმრებს და შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

Worldskills Georgia-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში 18-19 იანვარს გაიმართება პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ (სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე და სარესტორნო სერვისი), საზოგადოებრივ კოლეჯებში - „გლდანის პროფესიული განვითარების ცენტრი“ (გრაფიკული დიზაინი და ვებდიზაინი) და „ნატალი აკადემია“ (საპარიკმახერო საქმე).

22 წლამდე ახალგაზრდები ორი დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს პროფესიულ უნარებში. სპეციალურად შერჩეული ჟიური ორი დღის განმავლობაში დააკვირდება ახალგაზრდებს დავალებების შესრულების პროცესში, Worldskills-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. კოლეჯებში შეჯიბრების პარალელურად მოეწყობა პროფესიული უნარების შოუ და გამოფენა, რომლის დათვალიერება და საკუთარი უნარების გამოცდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.


WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა 20 იანვარს გამოვლინდება. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის 14-19 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge