კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

27 მაისი, 2016

2016 წლის 25 მაისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოდულური პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, მოდულური პროგრამების განხორციელების ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო საკითხები მოდულური პროგრამის დაგეგმვასთან დაკავშირებით (სასწავლო და კალენდარული გეგმები), რეკომენდაციები მოდულური პროგრამების სასწავლო პროცესის განხორციელებისა და ადმინისტრირების შესახებ, რეკომენდაციები მოდულის განხორციელების მიდგომებთან დაკავშირებით მოდულის დამხმარე ჩანაწერების მიხედვით და ასევე, რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების   (სსსმ)  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) სტუდენტების სწავლებისათვის.

სამუშაო შეხვედრაზე პასუხი გაეცა ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელებიც დაისვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.

 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge