კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
242526272829
3031     

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

პირველი ნაბიჯები სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვისკენ

31 აგვისტო, 2016

 მიმდინარე წელს ქართული განათლების სისტემა და დამსაქმებელი პირველად შესთავაზებენ საზოგადოებას სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას სოფლის მეურნეობის მიმართულების შემდეგ პროგრამებში: მეღვინეობა-მევენახეობა, მეცხოველეობა და მეხილეობა. მსგავსი მოდელის დანერგვა პროფესიულ განათლებაში, საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე ერთობლივად გეგმავენ ახალი მიდგომით, დუალური განათლების პრინციპების გამოყენებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პილოტირების დაწყებას მეცხოველეობის, მეხილეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფერმერთა ასოციაციის, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგებლები და პროფესიული განათლების ექსპერტები.

შეხვედრაზე განიხილეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით სასწავლებლისა და პარტნიორი საწარმოს მიერ ერთობლივად საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების, შეთანხმების და დამტკიცების, სასწავლო პროცესის მატერიალური და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის, განმახორციელებლებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებისა და სხვა ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები.
მიმდინარე წლის შემოდგომიდან სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით სამი საგანმანათლებლო დაწესებულების და თხუთმეტამდე საწარმოს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულების სამი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის პილოტირება დაიწყება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge