კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213151617
18192021222324
25262728293031

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) წარმომადგენლებთან

19 ოქტომბერი, 2016

 

18 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ჩართულობით  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში, რომელიც 20 წელია საქმიანობს ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.

მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი  მონაწილეობა მიიღონ პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში  მიმდინარე პროფესიული პროგრამების განხორციელებაში  სწავლების დუალური პრინციპების გამოყენებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის თამანშრომლობა გაგრძელდება ამ მიმართულებით სახელმწიფო და კერძო სტრუეტურების, განათლებისა და დარგის სპეციალისტების, დამსაქმებლებისა და სასწავლო დაწესებულებების  ჩართულობით.

 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge