კალენდარი

arrow აგვისტო 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
28293031   

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა ქუთაისში საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

21 ნოემბერი, 2016

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა გასული წლიდან მიმდინარეობს. მიმდინარე წელს კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება დაიწყო.
რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს.
17 და 18 ნოემბერს, ქ.ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან,რომელსაც ესწრებოდნენ: სსიპ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ ქუთაისი/ბაღდათის საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“, ამბროლაურის სსიპ პროფესიული კოლეჯ „ერქვანის“, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალის, ჯვარის სსიპ პროფესიულ კოლეჯ „ ლაკანდასა“ და მესტიის სსიპ პროფესიული კოლეჯ „თეთნულდის“ პროფესიული განათლების მასწავლებლები და კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალი ანხორციელებს დუალურ პროგრამას მეხილეობა - კურკოვანი კულტურების მიმართულებით.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge