კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111214151617
18192021222324
25262728293031

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება მიმდინარეობს

12 დეკემბერი, 2016


პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2015 წლიდან ინერგება მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები. მიმდინარე წელს კი დაიწყო დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება.

დუალური სწავლება გერმანული პროფესიული განათლების მოდელია, რომელიც შრომით ბაზარზე პრაქტიკულად მორგებულ მიდგომას წარმოადგენს და დამსაქმებლის მონაწილეობით პარალელურ რეჟიმში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-უნარების საშუალებას იძლევა, რაც უმოკლესი გზაა დასაქმებისთვის.

რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.

10 დეკემბერს ქალაქ ახალციხეში, სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზარში“ შედგა შეხვედრა „ოპიზრის“ და სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და სასწავლებლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge