კალენდარი

arrow აგვისტო 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
28293031   

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

14 დეკემბერი, 2016

 

12 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ჩატარდა ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს თევზისა და ზღვის პროდუქტების ლაბორატორიის ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტი, რომელიც შეიქმნა პროფესიულ კოლეჯ "ფაზისის" მიერ ათასწლეულის გამოწვევების ფონდის საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" ფარგლებში, ასევე, ნავთობტერმინალების ტექნიკოსის სპეციალისტისა და ნავთობის გადამუშავების ტექნიკოსის ინიცირებები. ინჟინერიის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს თევზისა და ზღვის პროდუქტების ლაბორატორიის ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტის დასამტკიცებლად, ასევე, დადებითი რეკომენდაცია მიეცა წარმოდგენილ ინიცირებებზე პროფესიული სტანდარტების შექმნას.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge