კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
3031     

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან

23 დეკემბერი, 2016

23 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლებიც მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისგან ინფორმაციის მიღება მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მიმდინარეობის შესახებ. ასევე, პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა მიღწევების, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარება.
მოდულურ პროგრამებზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი გამოცდილების შესაზებ. შეხვედრაზე მისულ სტუმრებს, მიეცათ საშუალება დათვალიერებინათ სწავლების პროცესში შექმნილი ნამუშევრები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა 2015 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წლიდან კი დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება ხორციელდება.
დუალური სწავლება გერმანული პროფესიული განათლების მოდელია, რომელიც შრომით ბაზარზე პრაქტიკულად მორგებულ მიდგომას წარმოადგენს და დამსაქმებლის მონაწილეობით პარალელურ რეჟიმში თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-უნარების შეძენის საშუალებას იძლევა, რაც უმოკლესი გზაა დასაქმებისთვის.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge