კალენდარი

arrow აგვისტო 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516171920
21222324252627
28293031   

პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

შეხვედრა დასანერგი მოდულური პროგრამების ნუსხის გასაცნობად

17 თებერვალი, 2016

16 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელელებელ სსიპ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან - კოლეჯებთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ადმინისტრაციას შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ დაწესებულებების დირექტორები, ხარისხის მართვის მენეჯერები და სასწავლო პროცესის მართვის ხელმძღვანელები.

შეხევედრაზე განიხილეს ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების შესახებ და მოდულური პროგრამების დანერგვის ახალ ეტაპთან დაკავშირებული საკითხები.

სსიპ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საინტერესო კითხვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია მსგავსი შეხვედრა, როგორც სსიპ, ასევე კერძო უსდ-სა და კოლეჯებთან.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge