ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

სიახლეები

ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თბილისში

3 ივნისი, 2016
/res/images/images/SOC_44027.JPG

3 ივნისს, თბილისში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის (BFUG) მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკის, კერძოდ, ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ხელშეწყობა წევრ ქვეყნებში. სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ გახსნა.

მონაწილეებმა განიხილეს უმაღლესი განათლების სფეროში ქვეყნებს შორის საუკეთესო მაგალითების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობები. ქვეყნების საჭიროებების იდენტიფიცირება სამუშაო ჯგუფმა სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით დაადგინა:

(1)   აქვთ თუ არა წევრ ქვეყნებს დანერგილი უმაღლესი განათლების სამი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და  კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების  ევროპული სისტემა;

(2)   მიერთებულნი არიან თუ არა ქვეყნები ლისაბონის აღიარების კონვენციას. როგორ  ახორციელებენ განათლების აღიარებასა დაროგორ უწყობენ ხელს სტუდენტების მობილობას;

(3)   ფუნქციონირებს თუ არა წევრ ქვეყნებში  ევროპული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით კარგად განვითარებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

სამუშაო ჯგუფმა, ასევე, იმსჯელა წევრ ქვეყნებში სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე პრინციპის უზრუნველყოფასა და რვადონიან განათლების სისტემაში მეხუთე საფეხურის მოკლე ციკლის განხორციელების გამოწვევებზე. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, განათლების სხვადასხვა საფეხურებს შორის თავისუფალი გადასვლისა და განათლების აღიარების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ევროსტუდენტის წარმომადგენელმა ისაუბრა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სახელმწიფოების მიერ დახმარების პროგრამების განხორციელების შესახებ.  განხილულ იქნა ავსტრიის მაგალითი  და ამ საკითხის გადასაჭრელად მიმართული ღონისძიებები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: BFUG-ის სამდივნოს, საფრანგეთის, ავსტრიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, უნგრეთის, სომხეთის, ალბანეთის, უკრაინის, პოლონეთის, რუმინეთის,  საქართველოს, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის (EQAR), ევროპის სტუდენტთა კავშირის (ESU), ევროპული პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE), ევროკომისიისა და ევროსტუდენტის  წარმომადგენლები.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge