სიახლეები

თანამშრომლობა ირლანდიის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

2 ნოემბერი, 2015

29 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიის ქალაქ დუბლინში ერაზმუს პლუს 2016-ის ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ირლანდიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ბოლონიის პროცესის ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა ნინო კოპალეიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოსა და ირლანდიას შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. ირლანდიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.

30 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო განათლების ცენტრის ხელმძღვანელსა და ირლანდიის ხარისხისა და კვალიფიკაციების სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მხარეებს შორის არსებული გამოცდილება, ერაზმუს პლუსის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები და ქართველი სტუდენტებისათვის ირლანდიაში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების მიღების შესაძლებლობები.

შეხვედრები მიმდინარეობდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს კოორდინირებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge