სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ტემპუსის პროექტის ფარგლებში

26 სექტემბერი, 2016

23 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დიდი ბრიტანეთისა და სომხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სომხეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (ANQA) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ტემპუსის პროექტის „სამაგისტრო პროგრამა განათლების მენეჯმენტში: ლიდერების აღზრდა საგანმანათლებლო რეფორმებისათვის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთში არსებული გამოწვევები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით.
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საკანონმდებლო ცვლილებები ერთობლივ პროგრამებსა და ერთობლივ ხარისხთან დაკავშირებით. ასევე, ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით.
 
ტემპუსის პროექტის ფარგლებში ოთხ ქართულ უნივერსიტეტში მომზადდა სამაგისტრო პროგრამები განათლების მენეჯმენტის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში 2015 წლის ივნისში განხორციელდა თვითშეფასების ვიზიტები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge