სიახლეები

ENQA-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციის საკითხები განიხილეს

26 ოქტომბერი, 2016

 

20-21 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) გენერალურ ასამბლეაში.  პრეზენტაციებისათვის განკუთვნილ სხდომაზე  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ წარმოადგინა მოხსენება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციასა და პროგრამულ აკრედიტაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საქართველოში. პრეზენტაციის დროს  განიხილეს საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და აქტივობები, ასევე ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საკითხი. 

გენერალურ ასამბლეაზე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის წარმომადგენლებმა ისაუბრეს განახლებული ევროპული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით ENQA-ს მიერ ჩატარებული სააგენტოების შეფასების პროცესისა და გამოვლენილი გამოწვევების შესახებ. ასევე, განხილულ  იქნა ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის შემდგომი ჰარმონიზაციის მიზნით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) რეგიონში ხარისხის უზრუნველყოფასა და კვალიფიკაციებთან დაკავშირებული საკითხები უმაღლესი  და პროფესიული განათლების მიმართულებით.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge