სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გენტის უნივერსიტეტში ბოლონიის პროცესის წარმატებული ქვეყნების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები შეისწავლეს

29 დეკემბერი, 2016


14-15 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყნების - ბელგიის, პორტუგალიის, ჰოლანდიის - ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების შესწავლაში. შეხვედრა, ბელგიაში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გენტის უნივერსიტეტში განხორციელდა.

წარმატებული პრაქტიკის მქონე ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყნების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესწავლა მიზნად ისახავდა:

(ა) პოლიტიკის „შესწავლის“ მიზნით დიალოგის დაწყებას, ბოლონიის პროცესის განხორციელების და კონკრეტულ კონტექსტში მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარებას;
ბ) ცოდნის ტრანსფერს;
გ) კონკრეტული გამოწვევების მისაღებად საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებას რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის, უნგრეთის, ალბანეთის განათლების სამინისტროს, ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის სამდივნოს წარმომადგენლებმა. შეხვედრა ბელგიის განათლების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge