სიახლეები

ტარტუში ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

16 ნოემბერი, 2017

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მორიგი შეხვედრა 9-10 ნოემბერს ქალაქ ტარტუში (ესტონეთი) გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო წინამოსამზადებელი შეხვედრა მინისტერიალისთვის,რომელიც 2018 წლის მაისში გაიმართება.

შეხვედრაზე განიხილეს EHEA-ს (ევროპის უმაღლესი განათლების სივრცე) ფუნდამენტური ღირებულებები და 2018 წლის მინისტრთა კონფერენციის კომუნიკეს პროექტი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციები შეეხო ბოლონიის პროცესის შემდეგ საკითხებს: სტრუქტურული რეფორმების დანერგვა, კვალიფიკაციების ჩარჩოში მოკლე ციკლის ჩართვა, ხარისხის უზრუნველყოფა, ლისაბონის აღიარების კონვენცია, წინარე განათლების აღიარება, პერსონალისა და სტუდენტთა მობილობა, სოციალურ კონტექსტი, დასაქმება და ა.შ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება განხილული საკითხები და რომლის მიხედვითაც მომზადდება მომდევნო რეკომენდაციები.

განთლების ხარისხის განვითარების კუთხით შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტუდენტთა მრავლეროვნულობა ხელს უწყობს განათლების მეტად ინტერნაციონალიზაციას, ასევე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მობილობის რაოდენობრივ ზრდას. ამ ფაქტს განაპირობებს ინგლისურენოვანი პროგრამების ამოქმედება. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ყველაზე კონსტრუქციული ქვეყნების უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებმაც დაიწყეს ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელება და უკვე აჩვენეს კიდეც შედეგები ამ მიმართულებით.

შეხვედრა ტარტუს უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობდა BFUG-ს სამდივნო და სამუშაო ჯგუფები, ევროპის 43 ქვეყნის, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (BUSINESS EUROPE, EDUCATION INTERNATIONAL, ENQA, EQAR, ESU, EURASHE, EURYDICE და EUROSTUDENT) წარმომადგენლები.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge