ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

სიახლეები

ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის - „ძირითადი შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა“ - პირველი შეხვედრა გაიმართა

4 თებერვალი, 2016
/res/images/images/BFUG.png


ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის - „ძირითადი შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა“ - პირველი შეხვედრა ბელგიის, ავსტრიის, პოლონეთისა და საქართველოს თანათავმჯდომარეობით 27 იანვარს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს სტრუქტურული სამუშაო ჯგუფის მიერ წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით შემუშავებული ბოლონიის პროცესის განხორციელების 2015 წლის ანგარიში. განხილვის მიზანი იყო იმ საკითხთა იდენტიფიცირება, რომლებიც წევრი ქვეყნებისათვის გამოწვევას წარმოადგენენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სასურველია სახელმძღვანელო პრინციპების მომზადება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც ადმინისტრატორების, ასევე აკადემიური პერსონალის დონეზე.

სამუშაო შეხვედრის დღის მეორე ნახევარი დაეთმო სადისკუსიო სესიებს შემდეგი საკითხების შესახებ: (1) აღიარება, სოციალური განზომილება, სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე და მობილობა; (2) კვალიფიკაციების ჩარჩო, ხარისხის უზრუნველყოფა, სწავლის შედეგები, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება. სესიებს ხელმძღვანელობდნენ თანათავმჯდომარეები.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge