ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

სიახლეები

კონფერენცია „უმაღლესი განათლების მომავალი”

15 მარტი, 2016
/res/images/images/BFUG.png



7-9 მარტს ამსტერდამში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის შეხვედრასა და საერთაშორისო კონფერენციაში „უმაღლესი განათლების მომავლის” შესახებ. 

შეხვედრა ჰოლანდიის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა და მას ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს 2015-2018 წლებისათვის ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის (BFUG) სტრუქტურა და სამოქმედო გეგმა. სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს ანგარიშები შესრულებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. 
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების მიერ ბოლონიის პროცესის განხორციელება სამი ძირითადი ვალდებულების საფუძველზე შეფასდება: (1) სამსაფეხურიანი უმაღლესი განათლების სისტემის არსებობა, რომელიც თავსებადია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან; (2) ლისაბონის აღიარების კონვენციასთან თავსებადობა და (3) ევროპული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის არსებობა. შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტი განმარტავს ამ მოთხოვნების მიღწევის საუკეთესო პრაქტიკას. ასევე აღინიშნა, რომ ბოლონიის პროცესის განხორციელების პროგრესის შესაფასებლად გამოყენებული იქნება ის ინდიკატორები, რომლითაც ჯგუფი ხელმძღვანელობდა 2015 წლის განხორციელების ანგარიშის მომზადებისა და მონაცემთა შეგროვების დროს. 

პარალელური სხდომები გაიმართა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის სამომავლო მიზნების, მმართველობის ფორმის, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების შესახებ. 

9 მარტს, კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: პრაქტიკაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლება და დიალოგის გაფართოება უნივერსიტეტსა და დამსაქმებელს შორის; სამოქალაქო უნივერსიტეტი და „დაინტერესებული“ მოქალაქეები (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა), ციფრული ტექნოლოგიების მომავალი განათლებაში. 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge