კალენდარი

arrow აგვისტო 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
28293031   

ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან (EFQM) თანამშრომლობა

შესაძლებლობა, გახდეთ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ტრენერი და მრჩეველი

7 ნოემბერი, 2016

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ტრენერი და მრჩეველი და ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეხმაროთ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სრულყოფის მოდელის დანერგვაში.

შესავალი 
არაუმეტეს 8 კანდიდატს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სრულყოფის მოდელს და ისწავლოს, როგორ დაეხმაროს დაწესებულებებს მოდელის გამოყენებასა და დანერგვაში. EFQM-ის სრულყოფის მოდელი არის ევროპული მოდელი, რომელიც ეხმარება დაწესებულებებს, მიაღწიონ წარმატებას - უმაღლეს ხარისხს ყველა სფეროში.


წარმატებული ორგანიზაციები აღწევენ და ინარჩუნებენ საკუთარი საქმიანობის შესრულების ისეთ მაჩვენებლებს, რომელიც აკმაყოფილებს ან აღემატება ყველა დაინტერესებულ პირთა მოლოდინებს. მოდელი საშუალებას აძლევს ადამიანებს გააცნობიერონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მათი ორგანიზაციის საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებს შორის.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოში, რამდენიმე ორგანიზაციამ, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელის გამოყენებით, დაიწყო „მოგზაურობა სრულყოფისაკენ“, მათ შორისაა 6 პროფესიული კოლეჯი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოდელის გამოყენებით, ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომ თავად გახდეს კიდევ უფრო წარმატებული და, ასევე, დაეხმაროს საგნმანათლებლო დაწესებულებებს სრულყოფისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ტრენერები და მრჩევლები, სპეციალურად, ამ მიზნით შექმნილი ტრენინგებისა და აკრედიტაციის პროგრამის საშუალებით.

პროგრამის დეტალები: 
მსურველებიდან შეირჩევა მაქსიმუმ 8 კანდიდატი. 

2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე შერჩეული კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ტრენერთა მოსამზადებელ პროგრამაში, რომელიც მოიცავს სავალდებული ტრენინგებს. ტრენინგები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. პროგრამას წარუძღვება ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) საერთაშორისო ტრენერი და მრჩეველი. სატრენინგო პროგრამა მოიცავს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ლიდერების სატრენინგო პროგრამის უმეტეს ნაწილს (მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ www.efqm.org): 

- შესავალი - პროგრამისათვის მომზადება, ტრენერის კომპეტენციები, სატრენინგო უნარები, EFQM მოდელის საფუძვლები (2 დღე); 
- EFQM-ის ძირითადი მრჩევლის (Basic Assessor Training) ტრენინგი - EFQM-ის სრულყოფის მოდელი (2 დღე + მოსამზადებელი და ტრენინგის შემდგომი სამუშაო); 
- EFQM-ის ლიდერები სრულყოფისთვის (Leaders for Excellence Training) ტრენინგი - შექმილია მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარ სამუშაო გარემოში დანერგონ EFQM-ის მოდელი (3 დღე + მოსამზადებელი და ტრენინგის შემდგომი დავალებები); 
- EFQM-ის შიდა მრჩევლის (Internal Assessor Training) ტრენინგი - შექმნილია ინდივიდის მოსამზადებლად, რათა შეძლოს ორგანიზაციის შიდა შეფასების ჩატარება და ორგანიზაციის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება თვითშეფასების განსახორციელებლად (3 დღე + მოსამზადებელი და ტრენინგის შემდგომი დავალებები). 

ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებმა აკრედიტაციის მოსაპოვებლად უნდა გაიარონ სამდღიანი ტრენინგი.

მინიმალური მოთხოვნები 
განათლება: მაგისტრის ხარისხი (ენიჭება უპირატესობა) და 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
ბაკალავრის ხარისხი და 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მინიმალური ასაკი: 25 წელი; 
ენების ცოდნა: ინგლისური ენა სრულყოფილად - საუბარი, კითხვა, წერა; 
ქართული ენა სრულყოფილად - საუბარი, კითხვა, წერა. 
დასაბუთებული სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ სამი წელი (მაგისტრი) ან ხუთი წელი (ბაკალავრი) ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროში: 
- ხარისხის მართვა და ხარისხის უზრუნველყოფა; 
- დაწესებულების, ორგანიზაციის ან კომპანიის მართვაში მონაწილეობა; 
- სატრენინგო პროგრამების შემუშავება და დანერგვა.

შემდეგი სფეროების ცოდნა: 
- საქართველოს განათლების სისტემა; 
- ხარისხის მართვის სისტემები, ინსტრუმენტები, მეთოდები; 
- პროცესების მენეჯმენტი და განვითარება; 
- ზოგადი მენეჯმენტი; 
- ზრდასრულთა სატრენინგო პროგრამის შემუშავება და დანერგვა. 
აუცილებელი უნარები: 
- მონაწილეზე ორიენტირებული ტრენინგების შემუშავება და დანერგვა; 
- ეფექტური პრეზენტაციის უნარები თანამედროვე ტექნიკების გამოყენებით; 
- ინტერპერსონალური უნარები; 
- ურთიერთგაგების დამყარების უნარი ნებისმიერი გამოცდილების ადამიანთან; 
- ნებისმიერ დროს პროფესიონალურად მოქმედების უნარი 
- სწავლის და განვითარების უნარი; 
- დაბალანსებული უკუკავშირის პროფესიონალურად მიწოდების უნარი; 
- კომპიუტერული უნარები. 

სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 
- ტრენინგები, ტრენინგის წინა და შემდგომი სამუშაო განხორციელდება ინგლისურ ენაზე; 
- სამუშაო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ინგლისურ ენაზე; 
- ტრენინგები ჩატარდება თბილისში, მონაწილეები რეგიონებიდან პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ტრანსპორტირებასა და დაბინავებაზე; 
- კანდიდატი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ყველა სატრენინგო აქტივობაში, მათ შორის წინა სამუშაოსა და ტრენინგის შემდგომი დავალებების მომზადებაში; 
- კანდიდატი ვალდებულია მიღებული ცოდნა და უნარები 3 წლის განმავლობაში გამოიყენოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიზნებისათვის. ვალდებულება კონტრაქტის სახით გაფორმდება კანდიდატსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის პირველი ტრენინგის დაწყებამდე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე: efqmtrainer@giz.de: 
- რეზიუმე (CV); 
- განათლების დამადასტურებელი დიპლომები და სერტიფიკატები 
- მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი, რომელიც ასახავს თქვენს შესაძლებლობებს ტრენინგისა და რჩევების განხორციელების თაობაზე, რეკომენდატორის სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონი; 
- მაქსიმუმ ნახევარგვერდიანი სამოტივაციო წერილი, რომელშიც ახსნით თუ რატომ გსურთ დაეხმაროთ ორგანიზაციებს, განვითარებასა და სრულყოფილებისკენ სწრაფვაში და როგორ შეიტანთ წვლილს ხარისხის ამაღლებაში საქართველოში; 

მნიშვნელოვანი თარიღები: 
10 ნოემბერი, 2016 (19:00) – დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა; 
11 ნოემბერი, 2016 – დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს; 
14-16 ნოემბერი, 2016 – შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება; 
18 ნოემბერი, 2016 – გასაუბრების საფუძველზე შერჩეული კანდიდატებისათვის შეტყობინების გაგზავნა; 
24-25 ნოემბერი, 2016 – შესავალი ტრენინგი – პროგრამის დაწყება.

დამატებითი ინფორმაცია, ყველა სხვა ტრენინგის თარიღების, კანდიდატსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის კონტრაქტის პირობებსა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის თაობაზე, შერჩეულ კანდიდატებს მიეწოდებათ გასაუბრების დროს.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge