კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213151617
18192021222324
25262728293031

ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან (EFQM) თანამშრომლობა

პროფესიული დაწესებულებები ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ

13 იანვარი, 2016

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის პროფესიული დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და EFQM-ის კონსულტანტთან დოქტორ სიუზან კალდშმიტთან ერთად ექვს პროფესიულ დაწესებულებას სერტიფიკატები გადასცა. 

ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM მოდელის - „გზა წარმატებისაკენ“ გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს მართვის კომპლექსურ ჩარჩოს. ამ მიზნით 2015 წლის დასაწყისში შეირჩა სამი კერძო (ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია - BPA; საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA; საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“) და სამი სახელმწიფო (საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“; საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“) პროფესიული დაწესებულება, რომლებმაც EFQM-ის კონსულტანტის დოქტორ სიუზან კალდშმიტის დახმარებით განახორციელეს თვითშეფასებები, გამოკვეთეს გასაუმჯობესებელი საკითხები და მათზე დაყრდნობით დაგეგმეს შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები. 

პროექტების შეფასება 2015 წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვალიდატორები, რომლებიც EFQM-ის წარმომადგენელმა გადაამზადა. შეფასების პროცესში ყველა დაწესებულებას მიენიჭა EFQM-ის პირველი დონის - „სწრაფვა წარმატებისკენ“ - აღიარება. 

EFQM-ის მოდელის მიხედვით, პროცესში მონაწილე კოლეჯები მეორე დონის აღიარების მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ განახორციელებენ თვითშეფასებებს, რის საფუძველზეც შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები დაიგეგმება. წელს დაგეგმილია დაგეგმილია სხვა პროფესიული დაწესებულებების ჩართულობაც. 

წელს ასევე გამოვა „შიდა ხარისხის მართვის სახელმძღვანელო პროფესიული სასწავლებლებისათვის“. მასში ინტეგრირებული იქნება EFQM-ის მოდელისა და ISO 29990 - ISO 9001 სტანდარტები. ელექტრონული სახელმძღვანელო ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად. 

ღონისძიებაზე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge