კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11
121314151617
18192021222324
25262728293031

ხარისხის მართვის ევროპულ ფონდთან (EFQM) თანამშრომლობა

ქართველ ექსპერტებს EFQM-ის სერტიფიკატები გადაეცათ

24 მარტი, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მხარდაჭერით, ქართველ ექსპერტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) აკრედიტაცია, აკრედიტებული შემფასებლებისა და ტრენერების სტატუსი მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა.
აკრედიტებულ ტრენერებსა და შემფასებლებს უფლება ეძლევათ, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყონ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელის დანერგვას სხვადასხვა ტიპის დაწებულებებში.
ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) პარტნიორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება, კომპანია თუ ორგანიზაციაა. მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიც არიან - BMW, BOSCH, PHILIPS, VOLKSWAGEN და VOLVO.

ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM მოდელის - „გზა წარმატებისაკენ“ გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს მართვის კომპლექსურ ჩარჩოს.

ამ მიზნით 2015 წლის დასაწყისში შეირჩა სამი კერძო (ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია - BPA, საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA, საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“) და სამი სახელმწიფო (საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“, საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“) პროფესიული დაწესებულება, რომლებმაც EFQM-ის კონსულტანტის დოქტორ სიუზან კალდშმიტის დახმარებით განახორციელეს თვითშეფასებები, გამოკვეთეს გასაუმჯობესებელი საკითხები და მათზე დაყრდნობით დაგეგმეს შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები. 2016 წელს, მათ „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

2016 წლიდან, ხარისხის მართვის მოდელის დანერგვა ასევე დაიწყეს პროფესიულმა კოლეჯებმა: „აისი“, „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“, „ფაზისი“, „ბლექსი“ და „იკაროსი“. აღნიშნულმა კოლეჯებმა EFQM ვალიდაცია 2017 წლის ბოლომდე უნდა გაიარონ, რომლის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული იქნება დაწესებულებების ყველა პედაგოგი.

განათლებლის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიზანია გახდეს EFQM-ის პარტნიორი საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, კონკურსით შერჩეულ ექსპერტებს, ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მოწვეულმა ექსპერტმა, დოქტორმა სიუზან კალდშმიტმა 2016 წლიდან ეტაპობრივად ჩაუტარა ტრენინგები.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, 2016 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა EFQM-ის შიდა ხარისხის მართვის მოდელის დანერგვის პროცესი წარმატებით გაიარა და ხარისხის მართვის ევროპული ფონდის სერტიფიკატი გადაეცა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge