კალენდარი

arrow სექტემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181921222324
252627282930 

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენციაზე ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარების შესახებ იმსჯელეს

12 ივლისი, 2017


ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, TEMPUS-ის პროექტის - „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება საქართველოსა და სომხეთში“ - ფარგლებში ორდღიანი კონფერენცია ტარდება.

კონფერენციაზე განიხილავენ პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს: ტრანსნაციონალური განათლების, მათ შორის, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების საკითხებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და TEMPUS პროექტში ჩართული სამი ქართული უნივერსიტეტის (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია) წარმომადგენლები. ასევე, პროექტში ჩართულმა სომხეთის ხარისხის ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, და სომხეთის სამი უნივერსიტეტის (ფრანგული უნივერსიტეტი სომხეთში, ამერიკული უნივერსიტეტი სომხეთში, რუსულ-სომხური უნივერსიტეტი) წარმომადგენლებმა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს, მენეჯმენტის განვითარების ევროპული სააგენტოს (ბელგია), საგანმანათლებლო დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNESCO, საფრანგეთი) და ბაფ სპა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროექტში ჩართულმა უნივერსიტეტებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საპილოტე აკრედიტაციის შედეგების შესახებ.

იუნესკოს წარმომადგენელმა, განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის პროგრამის სპეციალისტმა მიქაელა მარტინმა წარმოადგინა პრეზენტაცია იუნესკოს გაიდლაინების მიხედვით ხარისხის უზრუნველყოფის გამოდილების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია ტრანსნაციონალური განათლების შესახებ და ისაუბრეს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განიმარტოს ტრანსნაციონალური განათლება საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში.

ცენტრის წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge