კალენდარი

arrow აპრილი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
30      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

კონფერენციები

კონფერენცია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმა: შედეგები და შემდეგი ნაბიჯები გაიმართა

18 დეკემბერი, 2017


14-15 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ „ისწავლე საქართველოში“ (STUDY IN GEORGIA) მხარდაჭერით განხორციელდა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპის შეჯამებას, რაც გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების განახლებას და მათ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებთან (ESG 2015) შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, რეფორმა მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში.

კონფერენციაზე განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, რეფორმის განხორციელების შემდეგი ნაბიჯები და შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტები: ქათი დუკარტესი - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ვიცე პრეზიდენტი და ბელგიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი თავმჯდომარე; ჯანეტ გრანტი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი; ალექსანდრე ჰასგალი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს თავმჯდომარე.

კონფერენციას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

დღის წესრიგი

Agenda 

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმა: მიმოხილვა
თამარ სანიკიძეგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი

ცვლილებები გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში და ESG 2015-ის აქცენტები
ქათი დუკარტესიENQA-ს ვიცე-პრეზიდენტი, ბელგიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი დანაყოფის თავმჯდომარე

უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების შესაბამისობა დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან
ჰორასი დებოვსკი - ETF ექსპერტი, ვარშავის ეკონომიკის სკოლა

განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული საპილოტე ინსტიტუციური შეფასებების შედეგები
ქეთი ცოტნიაშვილიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოყენება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის გასაუმჯობესებლად
კენ ვოლში - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში

სამედიცინო განათლების ხარისხი და WFME-ის მოთხოვნები
ჯანეტ გრანტი -სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი

სადოქტორო განათლება და კვლევითი საქმიანობა საქართველოს უნივერსიტეტებში: არსებული მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობები
მარინე ჩიტაშვილი - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ხარისხის კულტურის განვითარების ხელშეწყობა სადოქტორო პროგრამების კონტექსტში
ალექსანდრ ჰასგალი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს თავმჯდომარე

განახლებული სტანდარტებსა და პროცედურების გამოყენებით ჩატარებული პროგრამული შეფასებების შედეგები
მაია გელაშვილიუმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სამმართველოს უფროსი

როგორ მოვემზადოთ ავტორიზაციისთვის ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მოთხოვნების გათვალისწინებით? 
რიმა ბერიაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი 

სამედიცინო პროგრამების განახლებული დარგობრივი მახასიათებლები
გაიანე სიმონია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევითი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge