ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021222425
2627282930  

სიახლეები

პროფესიული სწავლების ხელშეწყობის მიზნით სტანდარტული შეთანხმების წერილს ხელი მოეწერა

21 ივლისი, 2016
/res/images/images/DSC_1600.JPG

20 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელი მოეწერა სტანდარტული შეთანხმების წერილს  რომლის მიზანია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გრანტის გადაცემა, სოფლის მეურნეობაში პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის  მიზნით  აქტივობათა  განხორციელებისათვის. პროგრამა მზადყოფნას გამოხატავს დაფინანსება გამოუყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ექვსკომპონენტიანი პროექტის განხორციელებისათვის, რომლის მთავარი ნაწილია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პილოტირების ხელშეწყობა.

 საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების- განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც პროფესიული განათლების ახალი მოდელის, კერძო და საჯარო პარტნიორობის პრინციპზე დაყრდნობით სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას გულისხმობს.

პროექტი სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებსაც მოიცავს, როგორიცაა: ზოგადი განათლების კომპონენტების ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების მოკლევადიანი კურსების შექმნა სკოლის მოსწავლეებისა და ზოგადი განათლების მიღმა დარჩენილი პირებისათვის, ახალი პროფესიული სტანდარტების, პროგრამების და საგანმანათლებლო რესურსების მომზადება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არაფორმალური განათლების აღიარების პრაქტიკის დანერგვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოყოფილი დაფინანსება შეადგენს 353680 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში.   პროექტი ორი წლის მანძილზე განხორცილდება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge