კალენდარი

arrow აგვისტო 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516171819
20
21222324252627
28293031   

სიახლეები

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!

27 ივლისი, 2016

 

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 27 ივლისს და 18 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.


მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის რეესტრის სამმართველო სტუდენტებს დახმარებას გაუწევს.. ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა 3607).

მობილობის საფასური 40 ლარია. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.  

მობილობაში მონაწილეობას იღებს 63 (სამოცდასამი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 12 077 ვაკანტური ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

1. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
2. სსიპ - ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია”;
3. შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია; 
4. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი


ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ელექტრონული პორტალის საფუძველზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეებს 29 ივლისს; 08 აგვისტოს და 16 აგვისტოს 11:00 საათზე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge