კალენდარი

arrow აგვისტო 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
222324252627
28293031   

სიახლეები

პირველი ნაბიჯები სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვისკენ!

11 აგვისტო, 2016

მიმდინარე წელს ქართული განათლების სისტემა და დამსაქმებელი პირველად შესთავაზებენ საზოგადოებას სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას სოფლის მეურნეობის მიმართულების შემდეგ პროგრამებში: მეღვინეობა-მევენახეობა, მეცხოველეობა და მეხილეობა. მსგავსი მოდელის დანერგვა პროფესიულ განათლებაში, საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სოფლის მეურნეობის დარგობრივმა საბჭომ, რომელშიც შედიან: დამსაქმებლები, პროფ.კავშირის, დარგობრივი სამინისტროსა და კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლები, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპით განსახორციელებლი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები მოიწონა.
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის და ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა მეღვინეობა-მევენახეობის, მეცხოველეობისა და მეხილეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები და მათ დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია გაიცა .
აღნიშნული დოკუმენტების მომზადებას ინტენსიური სამუშაოები უძღოდა: დუალური სისტემის ელემენტების სამართლებრივი საფუძვლების ანალიზი, ჩარჩო დოკუმენტების და მოდულების სტრუქტურის ცვლილება, სტუდენტთა შეფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების თავსებადობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან და სხვა, რაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა.
განახლებული სტრუქტურითა და შინაარსით, ახალი ჩარჩო დოკუმენტები პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც სასწავლო პროცესში დამსაქმებელთა სრულ ჩართულობას უზრუნველყოფს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა მომავალი წლიდან პროფესიულ განათლებაში ამ მოდელით მეტი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდეს.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge