კალენდარი

arrow თებერვალი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
26
2728    
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი

14 სექტემბერი, 2016


13 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ლევონ მკრტჩიანი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიასპორისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს დიასპორის განყოფილების უფროსი ბატონი კარენ მნაცაკანიანი.

სტუმრებს განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. მხარეებმა საკუთარი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ცენტრმა წარმოადგინა პრეზენტაცია, ცენტრის მთავარი საქმიანობის - ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების გამოყენების შესახებ. ქართულმა მხარემ ისაუბრა შედეგის შეფასებასა და განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. სომხური დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხით, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებით და პროგრამული აკრედიტაციის სისტემით, რომელსაც ამჟამად ნერგავენ სომხეთში და რომლის ქართული ანალოგის შესახებ ვრცლად ისაუბრეს შეხვედრაზე.
ასევე, განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვისა და პროგრამების კლასტერულად შეფასების შესაძლებლობა. სტუმრებმა გამოთქვეს აზრი, კავკასიში ერთიანი სააკრედიტაციო სისტემის ჩამოყალიბებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge