კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

რექტორთა საბჭოს სხდომა

17 ოქტომბერი, 2016

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მოწვეული პირები იღებდნენ მონაწილეობას. ელექტრონულ საინფორმაციო პორტალთან დაკავშირებით, ასევე დაფინანსების სისტემის განვითარების საჭიროებების, ელექტრონული და დისტანციური სწავლების განვითარების პერსპექტივებისა და მეცნიერებისა და ინოვაციების 2017 წლის ფესტივალის ფორმატთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ მოხსენებით წარსდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ სანიკიძე.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge