კალენდარი

arrow სექტემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181921222324
252627282930 

სიახლეები

შპს გრიგოლ ხვიტიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

4 ნოემბერი, 2016

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე შპს გრიგოლ ხვიტიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს უარი ეთქვა ავტორიზაციის მინიჭებაზე. შესაბამისად, დაწესებულებამ დაკარგა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს გრიგოლ ხვიტიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ სტუდენტებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მობილობაში:

1. სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში, სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად;
2. მობილობის საფასურის გადახდის გარეშე.

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტების მობილობის ვადები და პროცედურები, მოქმედ სამართლებრივ აქტებში განსახორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით და კანონდებლობით დადგენილი წესით გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმების შემთხვევაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები შპს გრიგოლ ხვიტიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს გაფორმებული ჰქონდა შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან:

• სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
• შპს - სოხუმის საზოგადოებრივი კოლეჯი;
• შპს კოლეჯი გამა.

შესაბამისად, მობილობის მიზნით, პროფესიულ სტუდენტს შეუძლია მიმართოს, როგორც ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს,

ასევე სხვა საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ამასთან, სახელმწიფოს მიერ ფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ პროფესიული ტესტირების ჩაბარების შემთხვევაში. რაც შეეხება მიღებული პროფესიული კრედიტების აღიარებას, აღნიშნული პროცედურა ხორციელდება მიმღებ დაწესებულებაში არსებული რეგულაციების შესაბამისად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (+995 32) 2 200 220 (*3599)

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge