კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

გერმანიის გამოყენებითი შრომითი მეცნიერებების უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

10 ნოემბერი, 2016


8 და 9 ნოემბერს საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია გერმანიის გამოყენებითი შრომითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HDBA) დელეგაცია რექტორის, პროფესორ ანდრეას ფრეის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ სანიკიძესა და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს ნინო ჭელიძეს, ასევე თსუ-ს რექტორს გიორგი შარვაშიძეს, პრორექტორს მიხეილ ჩხენკელს და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს თეა გერგედავას.

ვიზიტის მიზანი იყო თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტსა და გამოყენებითი შრომითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივების განხილვა. მხარეებს შორის დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება.

დელეგაცია ასევე დაინტერესდა საქართველოში საჯარო სექტორის მოხელეთა გადამზადების პროგრამით და მზადყოფნა გამოთქვა, HDBA-ს კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge