ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
29
30  

სიახლეები

კონფერენცია „კვალიფიკაციების გაუმჯობესებისათვის ორგანიზება“

1 დეკემბერი, 2016
/res/images/images/2016120112580201.jpg

 

23-24 ნოემბერს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გაიმართა ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით "კვალიფიკაცების გაუმჯობესებისათვის ორგანიზება", რომელსაც ევროკავშირისწევრი და პარტნიორი ქვეყნების 150-მდე ექსპერტი, გადაწყვეტილების მიმღები პირი და სოციალური პარტნიორი დაესწრო. საქართველოს მხრიდან კონფერენციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ სანიკიძე და ამავე ცენტრის კონსულტანტი, ევროპის განათლების ფონდის კვალიფიკაციების პლატფორმის კორესპოდენტი თეა სიფრაშვილი ესწრებოდნენ.

კონფერენცია ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პოლიტიკასა და პარტნიორ ქვეყნებში კვალიფიკაციების განვითარების კუთხით არსებული რეფორმების მიმოხილვას ეხებოდა. ევროპის განათლების ფონდმა კონფერენციაზე მათ მიერ კვალიფიკაციების მართვის კუთხით არსებული გამოცდილების შესწავლის საფუძველზე შემუშავებული "კვალიფიკაციების მართვის სახელმძღვანელო" და სისტემის თვითშეფასების ინსტრუმენტები წარადგინა. აღნიშნულ სახელმძღვანელოში საქართველოს განათლების სისტემაში კვალფიკაციების მართვის კუთხით განხორციელებული ნაბიჯები მოხსენიებულია, როგორც წარმატებული პრაქტიკის მაგალითები. თამარ სანიკიძეს საშუალება ჰქონდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე რეფორმებზეც ესაუბრა და აღნიშნულ რეფორმების განხორციელებაში კვალიფიკაციების სისტემის თვითშეფასების ინსტრუმენტის საჭიროებისთვისაც გაესვა ხაზი.

საქართველოს დელეგაცია და ევროპის განათლების ფონდის ხელმძღანელობა შეთანხმდნენ კვალიფიკაციების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის, განათლების ფონდის მხრიდან პოტენციური ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის შესახებ. 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge