ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
29
30  

სიახლეები

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი იწყება!

20 იანვარი, 2017


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

2016-2017 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 20 იანვარს 12:00 საათზე და 02 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.


მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის რეესტრის სამმართველო სტუდენტებს დახმარებას გაუწევს: ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა 3599).

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 56 (ორმოცდათექვსმეტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 9876 ვაკანტური ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

1. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2. სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
3. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
4. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
5. შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
6. ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის "საზოგადოება ცოდნა";
7. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
8. შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია;
9. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
10. სასწავლო უნივერსიტეტი „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი";
11. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ელექტრონული პორტალის საფუძველზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 7 თებერვალს პორტალზე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეებს 23 და 31 იანვარს 11:00 საათზე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

მობილობის ახალი ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge