კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს

25 იანვარი, 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის 2016 წლის 20 ივლისს ხელმოწერილი სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ - პირველი კომპონენტის (ზოგადი განათლების კომპონენტის ინტეგრაცია პროფესიულ განათლებაში) და მე -5 კომპონენტის (1-2 დონის მოდულის პილოტირება პროფესიული ორიენტაციისთვის სოფლის მეურნეობის მოსამზადებელ კურსებში და სხვა სახელობო სფეროებში) ფარგლებში შემდეგ თანამდებობეზე:


1. ზოგადი განათლების ექსპერტი (კომუნიკაცია ქართულ ენაზე, მეცნიერება და ტექნოლოგიები - ქიმია, მეცნიერება და ტექნოლოგიები - ფიზიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები - ბიოლოგია, მათემატიკური წიგნიერება, მოქალაქეობა, მეწარმეობა)
2. დარგობრივი ექსპერტი (კულინარიის, კონდიტერიის, ხის სამუშაოების, ელექტროობის, მევენახეობის, რძის პროდუქტების მიღების, მებოსტნეობის, სასოფლო-სამეურნეო იარაღების ტექნიკური მომსახურების მიმართულებებით)
3. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი
4. ფსიქოლოგი
5. მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელი
6. მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტი

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება N46 კონკურსის გამოცხადების შესახებ

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge