კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრა

9 თებერვალი, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაგზავნილ ავტორიზაციის პროცედურების პროექტზე დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერება და დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბება.
საგულისხმოა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების პროექტის შემუშავება განხორციელდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნების, საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით. გამართული შეხვედრის შედეგად, ავტორიზაციის პროცედურებთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხზე მოხდა შეთანხმება.
ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA).

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge