კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
3031     

სიახლეები

შეხვედრა პროფესიული განათლების ექსპერტებთან

6 მარტი, 2017


2 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები პროფესიული განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ექსპერტებისათვის 2017 წლის 22 თებერვალს დამტკიცებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის ახალი წესის გაცნობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ექსპერტთა კორპუსის წევრების შერჩევის პროცედურებზე, ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ექსპერტთა მუშაობის შეფასებაზე. ერთ-ერთ საკითხად განიხილეს დასკვნის შედგენისა და წარმოდგენის განახლებული პროცედურები. გარდა ამისა, ექსპერტებს ეცნობათ შესარჩევი კონკურსის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge