კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213141516
17
18192021222324
25262728293031

სიახლეები

დარგობრივი შეხვედრა გაიმართა

10 მარტი, 2017


7 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა დარგობრივი შეხვედრა „ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის“ პროფესიული მოდულური პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მონაწილეობით.


2016 წლის 8 ივნისს მიღებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული და უმაღლესი დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდება „აღმზრდელის“ პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი. შეხვედრის ფორმატში არსებული პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მოსაზრებები და კომენტარები მიწოდებულ იქნა „აღმზრდელის“ პროფესიული პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შემმუშავებელი ჯგუფისათვის შემდგომი გაზიარების მიზნით.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge