ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728
29
30  

სიახლეები

შეხვედრა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით

13 მარტი, 2017
/res/images/images/shexvedra_GAU.jpg


10 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვევით დაწესებულების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე თამარ სანიკიძემ ისაუბრა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული ცვლილებებზე, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და განახლებული პროცედურების, ვადებისა და ექსპერტთა კორპუსის რეორგანიზაციის შესახებ.

ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებას და შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების საქართველოში იმპლემენტაციას.

აღინიშნა,რომ მიმდინარე წელს ცენტრი გეგმავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პილოტირებას საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომელიც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის მექანიზმების ეფექტურად დანერგვას.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვებზე პასუხს დაეთმო. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრა, დამსწრეების შეფასებით ძალიან სასარგებლო და საინტერესო გამოდგა, რადგან არსებითად მნიშვნელოვანია სისტემაში განხორციელებული ცვლილებების პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეხვედრებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სრულიად საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge