კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111213151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად

14 მარტი, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით 2017 წლის 14 მარტიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
1. პროფესიული ან აკადემიური უმაღლესი განათლება;
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით ან დარგის სპეციალისტის კვალიფიკაცია, რაც დასტურდება შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით, შემდეგი მიმართულებებით:
ა) საექთნო და საბებიო საქმე;
ბ)არქიტექტურა-მშენებლობის მიმართულებით;
გ) მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
დ) აუდიო-ვიზუალური მეთოდები და მედია პროდუქციის წარმოება;
ე) ინფორმაცია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
ვ) ელექტრო ტექნიკა და ენერგეტიკა;
ზ) გამოყენებითი ხელოვნება;
თ) ფარმაცია;
ი) აგრონომია;
კ) ვეტერინარია;
ლ) ქიმიური ინჟინერია და პროცესები;
მ) ადრეული და სკოლამდელი განათლება;
ნ) მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება;
ო) ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა;
პ) საბიბლიოთეკო-საარქივო საქმე და ინფორმაციის მართვა;
ჟ) საბუღალტრო აღრიცხვა;
რ) საბანკო საქმე;
ს) გაყიდვების სერვისები;
ტ) საბაჟო საქმე;
უ) გარემოს დაცვის ტექნოლოგია (მოიცავს ჰაერის, წყლის, ნიადაგის და ა.შ. კონტროლთან დაკავშირებულ პროგრამებს);
ფ) მექანიკა და ლითონის დამუშავება;
ქ) ძრავიანი ტრანსპორტი, გემები და საფრენი აპარატები (შეისწავლის გემის, მატარებლის, ავტომობილის, საფრენი აპარატის და სხვა ფორმის ტრანსპორტის ფუნქციონირებას/ოპერირებას, ნავიგაციასა და წარმართვას, მომსახურებას);
ღ) კვების პროდუქტების წარმოება/გადამუშავება (მოიცავს საკვები პროდუქტებისა და სასმელების გადამუშავება/წარმოებასა და შეფუთვას, ასევე, საკვები პროდუქტები სწარმოებისა და დისტრიბუციისას გამოყენებულ მოწყობილობებსა და პროცედურებს);
ყ) სამრეწველო პროდუქციის წარმოება/გადამუშავება (მოიცავს მინის, ქაღალდის, პლასტმასის, ხისდასხვა მასალებისგან (ქვა, თიხა, ხელოვნური მასალები) დამზადებული პროდუქტების წარმოებას);
შ) სატყეო საქმე;
ჩ) მეთევზეობა;
ც) სტომატოლოგია;
ძ) თერაპია და რეაბილიტაცია;
წ) პერსონალური სერვისები (თმის და სილამაზის მომსახურებები);
ჭ) საყოფაცხოვრებო ტექნიკის მომსახურება;
ხ) სასტუმრო საქმე;
ჯ) სარესტორნო და კვების მომსახურეობა;
ჰ) მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება.

კანდიდატს მოეთხოვება პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
დ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
ე) „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;
ვ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.

კანდიდატს აუცილებალდ უნდა ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს:
ა) პროფესიულ სტანდარტებზე და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტებზე/მოდულებზე მუშაობის ან მათი განხორციელების გამოცდილება;
ბ) რომელიმე უცხოური ენის ცოდნა.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტის ფუნქციებია:
ა) საავტორიზაციო/სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე თანდართული დოკუმენტაცია; აღნიშნულის საფუძველზე თითოეულ სტანდარტთან მიმართებით ჩამოაყალიბოს შენიშვნები, მოსაზრებები და კითხვები, რომელთა გარკვევა სურს ვიზიტის ფარგლებში;
ბ) მონაწილეობას მიიღოს ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში;
გ) ვიზიტის წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები;
დ) ვიზიტის შემდგომ მონაწილეობა მიიღოს შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში;
ე) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - jobs@eqe.ge – აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნის ან/და შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა შესარჩევი კონკურსის ეტაპებია:
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
გ) ექსპერტთა შერჩევის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი კომისიის შექმნა;
დ) გასაუბრება;
ე) კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის;
ვ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ექსპერტთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი".


ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე ან ცენტრის თანამშრომელი.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კონკურსანტთა მიერ განაცხადების წარმოდგენის დასრულების თარიღიდან სამი თვის ვადაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge