კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819
20
2122
23242526272829
3031     

სიახლეები

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

21 მარტი, 2017


20 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს საავტორიზაციო ან მონიტორინგის ვიზიტების დროს  გამოვლენილი ტიპური ხარვეზები. პროფესიულიგანათლებისხარისხისუზრუნველყოფისსამსახურის წარმომადგენლებმა პრაქტიკული ხასიათის რჩევები და რეკომენდაციები მიაწოდეს შეხვედის დამსწრეებს.

დაწესებულებების წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებით. კონკრეტული დაწესებულების მაგალითზე ისინი გაეცნენ რეესტრის ბაზაში მუშაობის წესებს.

შეხვედრაზე განიხილეს ის შენიშვნებიც, რომლებიც დაწესებულებათა ვებგვერდების ანალიზის პროცესში გამოვლინდა. დაწესებულებების წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ მოთხოვნები, რომლებიც ავტორიზაციის სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს გათვალისწინებული ვებგვერდთან დაკავშირებით. მათ წარედგინათიმ აუცილებელი ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც უნდა იყოს ვებზე განთავსებული.

შეხვედრაზე განსახილველი თემატიკა მოიცავდა ასევე ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების გაუმჯობესების თემას. მიწოდებული პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად იყო წარმოდგენილი ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი ევროპული  ჩარჩოს მოდელი და რეკომენდაციები - მისი თითოეული ეტაპის განხორციელებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დაწესებულებების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს  მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შეფასებით, შეხვედრა ინფორმაციული და სასარგებლო იყო. გამოითქვა სურვილი მომავალში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მსგავსი ტიპის  შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge