კალენდარი

arrow ოქტომბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     

სიახლეები

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროგრამის განათლების ფასილიტატორის თანამდებობაზე

22 მარტი, 2017

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული და უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს პროგრამის განათლების ფასილიტატორის შერჩევის მიზნით

2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით

პროგრამის განათლების ფასილიტატორის თანამდებობის მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რაც უნდა დასტურდებოდეს კანდიდატის მიერ ქართულ ენაზე წარმოდგენილი ავტობიოგრაფიით - (CV). უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ პროფესიულ სტანდარტებზე ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ფასილიტაციის, ჯგუფთან მუშაობისა და კოორდინაციის გამოცდილება;
დ) კომპიუტერული პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel; Ms. Power Point) კარგად ცოდნა.
ე) ქართულ ენაზე მეტყველების, კითხვისა და წერის ძალიან კარგი უნარები.
ვ) ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე მეტყველების, კითხვისა და წერის უნარები.

განათლების ფასილიტატორის თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება 15 ადგილზე.

პროგრამის განათლების ფასილიტატორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული სტანდარტის/სტანდარტების გადამუშავების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება ცენტრის ფარგლებში განსაზღვრული მეთოდოლოგიითა და ინსტრუქციით, რომლის შესრულების შედეგად მოსალოდნელი შედეგებია/პროდუქტებია:
ა) საერთაშორისო და ეროვნული პრაქტიკის ანალიზი;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის თანდართული მოდულების პროექტები;
გ) საჭიროების შემთხვევაში გადამუშავებული პროფესიული სტანდარტი/სტანდარტები;
დ) შუალედური და საბოლოო ანგარიშები, შესაბამისი თანდართული დოკუმენტაცია.

განათლების ფასილიტატორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ”;
ბ) ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის №120/ნ ბრძანება;
გ) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 02 ნოემბრის №1095 ბრძანება - „პროფესიული სტანდარტის, საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის და მოდულის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 04 აგვისტოს №733 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.



კონკურსის შედეგად განათლების ფასილიტატორის თანამდებობაზე შერჩეულ პირთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება ცენტრის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადით და ამ ვადის განმავლობაში მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 1600 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

განათლების ფასილიტატორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს დამატებით უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:
ა) აზრის გამართულად ჩამოყალიბების;
ბ) ლოგიკური აზროვნების;
გ) ანალიტიკური აზროვნების;
დ) სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობების კოორდინაციის.

პროგრამის განათლების ფასილიტატორის თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, info@eqe.ge, აუცილებლად უნდა ატვირთონ:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია - (CV) ქართულ ენაზე;
გ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება.


კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება პროგრამის განათლების ფასილიტატორი

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge