კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11
121314151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს

24 მარტი, 2017


ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის 2016 წლის 20 ივლისს ხელმოწერილი სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ მესამე კომპონენტის - “სოფლის მეურნეობის სფეროს პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოდულების ოპტიმიზაცია/შემუშავება“ - ფარგლებში 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის  3 აპრილის  ჩათვლით აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების სპეციალისტის (2 ადგილი) შერჩევის მიზნით.

 კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება „პროფესიული განათლების სპეციალისტი“


პროფესიული განათლების სპეციალისტის
თანამდებობის მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება:  ­მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი;

ბ) პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირების პროცესში;

გ) საგანმანათლებლო პროგრამების/სტანდარტების შემუშავების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამუშაო გამოცდილებით.

დ) ინგლისური ან გერმანული ენის კარგად ცოდნა.

 

პროფესიული განათლების სპეციალისტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

ა) სოფლის მეურნეობის  სფეროს საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება კონკრეტულ კვალიფიკაციებთან დაკავშირებით;

ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების რუქის მომზადება;   

 გ) სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, რეკომენდაციების წარდგენა, მიმდინარე საკითხების განხილვა-ანალიზი და პოზიციების შეჯერება;

დ) სოფლის მეურნეობის სპეციალისტებთან ერთად, დადგენილი მეთოდოლოგიითა და წესის დაცვით, ჩარჩო დოკუმენტებისა და მოდულების ფორმირება (პროექტების მომზადება);

ე) მომზადებული პროექტების დაინტერესებულ მხარეებთან განხილვის უზრუნველყოფა;

ვ) განხილვების შედეგად გამოკვეთილი საკითხების დამუშავება და ანგარიშში ასახვა;

ზ) ეტაპობრივი ანგარიშგება განხორციელებული საქმიანობის შესახებ.    

               

პროფესიული განათლების სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდეს 2 ადგილზე.

პროფესიული განათლების სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;

ბ) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო სდამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის №120/ნ ბრძანება;

გ) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 02 ნოემბრის №1095 ბრძანება - „პროფესიული სტანდარტის, საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის და მოდულის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 04 აგვისტოს №733 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;

დ) საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი - ეკონომიკური საქმიანობის სახეები (2016 წელი);

ე) დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO);

ვ) განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCED).

კონკურსის შედეგად პროფესიული განათლების სპეციალისტის თანამდებობაზე შერჩეულ პირთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება ცენტრის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან  2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე. ამ ვადის განმავლობაში, პროფესიული განათლების სპეციალისტის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს 5 ეტაპს. პირველ, მე - 2 და მე - 3 ეტაპებზე შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 2125 (ორი ათას ასოცდახუთი) ლარის ოდენობით, ხოლო, მე - 4 და მე - 5 ეტაპებზე  1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადაგენილი გადასახადების გათვალისწინებით.


ონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია - (CV) ქართულ ენაზე.


კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.                                    

 

 

 

 

 

 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge