კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
111214151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს

29 მარტი, 2017

საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით

29 მარტიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგი მიმართულებების მიხედვით:


კონკურსი გამოცხადდეს შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

1. აგრარული მეცნიერებანი;
2. ბიზნესის ადმინისტრირება;
3. განათლება;
4. ინჟინერია;
5. მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
6. სამართალი;
7. სოციალური მეცნიერებები;
8. ხელოვნება;
9. ჯანდაცვა;
10. ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
11. მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.


ზემოაღნიშნული მიმართულებების არჩევის შემდგომ, კანდიდატმა უნდა დააკონკრეტოს შემდეგი დარგები/სპეციალობები:

1. აგრონომია;
2. ვეტერინარია;
3. მეცხოველეობა;
4. სასურსათო ტექნოლოგია;
5. სატყეო მეცნიერება;
6. საბუღალტრო აღრიცხვა;
7. მარკეტინგი;
8. მენეჯმენტი;
9. ფინანსები;
10. განათლების მეცნიერებები;
11. მასწავლებლის განათლება;
12. კომპიუტინგი;
13. ინფორმატიკა;
14. ტელეკომუნიკაცია;
15. ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები;
16. საინჟინრო ფიზიკა;
17. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
18. მშენებლობა;
19. ტრანსპორტი;
20. მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
21. სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;
22. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია;
23. მეტალურგია;
24. მასალათამცოდნეობა;
25. გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება;
26. სამთო და გეოინჟინერია;
27. აგროინჟინერია;
28. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია;
29. საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა;
30. კომპიუტერული ინჟინერია;
31. მათემატიკა;
32. ფიზიკა;
33. ქიმია;
34. ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები;
35. გეოგრაფია;
36. გეოლოგია;
37. ბიოფიზიკა;
38. გეოფიზიკა;
39. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია;
40. საერთაშორისო სამართალი;
41. ეკონომიკა;
42. პოლიტიკის მეცნიერება;
43. მასობრივი კომუნიკაცია;
44. ჟურნალისტიკა;
45. საზოგადოებრივი გეოგრაფია;
46. საერთაშორისო ურთიერთობები;
47. სოციოლოგია;
48. ფსიქოლოგია;
49. კულტურული მემკვიდრეობა;
50. დემოგრაფია;
51. აუდიოვიზუალური ხელოვნება;
52. მედიახელოვნება;
53. დიზაინი;
54. თეატრალური ხელოვნება;
55. სამუსიკო ხელოვნება;
56. სახვითი ხელოვნება;
57. ქორეოგრაფიული ხელოვნება;
58. მედიცინა;
59. სტომატოლოგია;
60. ფარმაცია;
61. საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
62. საექთნო საქმე;
63. ბებია ქალი;
64. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;
65. ოკუპაციური თერაპია;
66. ეთნოლოგია;
67. თეოლოგია;
68. ისტორია;
69. ფილოლოგია, ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით;
70. ფილოსოფია;
71. ხელოვნებათმცოდნეობა;
72. ხელოვნების ისტორია და თეორია;
73. რელიგიის კვლევები;
74. არქიტექტურა;
75. ეკოლოგია;
76. გარემოსმცოდნეობა;
77. კულტურის კვლევები;
78. რეგიონმცოდნეობა, ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით;
79. ანთროპოლოგია;
80. რესტავრაცია;
81. კონსერვაცია;
82. სოციალური მუშაობა;
83. საჯარო მმართველობა;
84. საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა);
85. გენდერი;
86. სპორტი;
87. თავდაცვა და უსაფრთხოება;
88. სამხედრო მეცნიერება;
89. არქეოლოგია;
90. პალეობიოლოგია;
91. პალეოანთროპოლოგია;
92. სტატისტიკა;
93. ადიქციის კვლევები (ადიქტოლოგია);
94. ტურიზმი;
95. ჯანმრთელობის მეცნიერებები;
96. ურბანისტიკა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტი - (შესაბამისი მიმართულების მითითებით)

კანდიდატი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს ის მიმართულება, დარგი/სპეციალობა ან/და სპეციალიზაცია, რომლის კვალიფიკაციის პროგრამის შესაფასებლადაც მას გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია. ფილოლოგიის და რეგიონთმცოდნეობის დარგი/სპეციალობის არჩევის შემთხვევაში კანდიდატმა ასევე უნდა მიუთითოს ქვედარგი/სპეციალიზაცია.

კანდიდატი უფლებამოსილია განაცხადი გააკეთოს მითითებულ რამდენიმე მიმართულებაზე, ასევე, უფლებამოსილია ერთი მიმართულების ქვეშ მონიშნოს რამდენიმე დარგი/სპეციალობა, ქვედარგი/სპეციალიზაცია.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტობის ყველა მსურველისთვის (მათ შორის მოქმედი ექსპერტებისთვის) სავალდებულოა ექსპერტთა კონკურსში მონაწილეობა.


უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებად განსაზღვრულია:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან დოქტორანტი, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებისა და/ან სამეცნიერო-კვლევის გამოცდილება;
ბ) დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე აკრედიტაციის ექსპერტს შეიძლება ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში, განხორციელებასა და განვითარების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
დ) „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG)“ 2015 წლის დოკუმენტის ცოდნა, ბოლონიის პროცესის შესახებ ზოგადი ცოდნა და განათლების სფეროსთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
დ.ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.ბ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ.გ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
დ.დ.) „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
დ.ე) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;
დ.ვ) შესაბამისი სფეროს დარგობრივი მახასიათებლები.
ე) კომპიუტერული უნარების ქონა;
ვ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ზ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

აკრედიტაციის ექსპერტთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვროს ინგლისური ენის ცოდნა.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტის ფუნქციებია:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად შეფასების პროცესში მონაწილეობა, რაც მოიცავს:
ა.ა) დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სააკრედიტაციო დოკუმენტაციის შესწავლას; აღნიშნულის საფუძველზე თითოეულ სტანდარტთან მიმართებით შენიშვნების, მოსაზრებებისა და კითხვების ჩამოყალიბებას.
ა.ბ) სააკრედიტაციო ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობას;
ა.გ) სააკრედიტაციო ვიზიტში მონაწილეობას, რომლის დროსაც უნდა შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები;
ა.დ) ვიზიტის შემდეგ შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში მონაწილეობას;
ა.ე) შესაბამისი საკითხის განხილვაში აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას.
ბ) მონაწილეობა ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში.





კონკურსში მონაწილე კანდიდატმა სრულყოფილად უნდა შეავსოს მითითებული განაცხადის ელექტრონული ფორმა, რომელიც განთავსებულია ბმულზე: https://goo.gl/forms/Ks2JEQuD42hTdlzC2

ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - jobs@eqe.ge – აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:
ა) ავტობიოგრაფია (CV);
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.


უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შესარჩევი კონკურსის ეტაპებია:
ა) განცხადების წარდგენა;
ბ)წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
გ)ექსპერტთა შერჩევის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისი კომისიის შექმნა;
დ) გასაუბრება;
ე) კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის;
ვ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ექსპერტთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში.


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ასევე, არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge