ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021222425
2627282930  

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს

4 აპრილი, 2017

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2017 წლის 04 აპრილიდან 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით აცხადებს კონკურსს
"მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის, დუალური სწავლების მხარდაჭერისა და პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის შეფასებისა და მონიტორინგის ექსპერტთა შერჩევის მიზნით


მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) აკადემიური ან პროფესიული განათლება;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, მათ შორის, ჩარჩო დოკუმენტების ან მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება;
გ) კომპიუტერული პროგრამების (Ms.Word, Ms. Excel, Ms.Power Point) კარგად ცოდნა;
დ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ე) მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
ვ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
ა) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასთან, სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებასთან, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით;
ბ) მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის საჭიროებების განსაზღვრა;
გ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონსულტირებისა და მხარდაჭერის მიზნით ვიზიტების განხორციელება;
დ) სამუშაო შეხვედრებსა და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ე) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადება.

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდეს 12 ადგილზე.

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგინდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
დ) „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;
ე) „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;
ვ) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 04 აგვისტოს №733 ბრძანება „პროფესიული სტანდარტის, საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის და მოდულის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ".

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება ,,მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტი’’

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია - (CV) ქართულ ენაზე;
გ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება.


დუალური სწავლების მხარდაჭერის ექსპერტის მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკადემიური ან პროფესიული განათლება;
ბ) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:
ბ.ა.)მევენახეობა-მეღვინეობა;
ბ.ბ.) მეცხოველეობა;
ბ.გ.) მეხილეობა.
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, მათ შორის, დუალური მიდგომით მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება;
დ) კომპიუტერული პროგრამების (Ms.Word, Ms. Excel, Ms.Power Point) კარგად ცოდნა;
ე) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
ზ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.


დუალური სწავლების მხარდაჭერის ექსპერტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
ა) დუალური მიდგომით განსახორციელებელი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის და პარტნიორი საწარმოებისათვის მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევა დუალური მიდგომით მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასთან, სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებასთან, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით;
ბ) დუალური მიდგომით მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის საჭიროებების განსაზღვრა;
გ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პარტნიორ საწარმოებში კონსულტირებისა და მხარდაჭერის მიზნით ვიზიტების განხორციელება;
დ) სამუშაო შეხვედრებსა და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ე) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადება.

დუალური სწავლების მხარდაჭერის ექსპერტის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდეს 1 ადგილზე თითოეულ მიმართულებაზე (მევენახეობა-მეღვინეობა-1; მეცხოველეობა-1; მეხილეობა -1.)

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება ,,დუალური სწავლების მხარდაჭერის ექსპერტი’’ და მიმართულება

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია - (CV) ქართულ ენაზე;
გ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება.

 

პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის შეფასებისა და მონიტორინგის ექსპერტის მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში ან განათლების მეცნიერებებში;
ბ) განათლების კვლევებისა და შეფასებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
გ) სასწავლო პროგრამების განვითარების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
დ) კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენების გამოცდილება განათლების სფეროში;
ე) კვლევითი ანგარიშების შექმნის გამოცდილება;
ვ) კომპიუტერული პროგრამების(Ms.Word, Ms. Excel, Ms.Power Point) კარგად ცოდნა;
ზ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
თ) მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
ი) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის შეფასებისა და მონიტორინგის ექსპერტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
ა) დანერგვის პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიის დოკუმენტის გადამუშავება;
ბ) დანერგვის პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდების შემუშავება;
გ) დანერგვის პროცესის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის შეფასებისა და მონიტორინგის ექსპერტის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდეს 1 ადგილზე.

კონკურსის შედეგად პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის შეფასებისა და მონიტორინგის ექსპერტის თანამდებობაზე შერჩეულ პირთან გაფორმდება ერთ თვიანი შრომითი ხელშეკრულება. შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადაგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის შეფასებისა და მონიტორინგის ექსპერტი’’

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია - (CV) ქართულ ენაზე;
გ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge