ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021222425
2627282930  

სიახლეები

კონკურსი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის შესარჩევად

5 აპრილი, 2017

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის შესარჩევად:

შტატგარეშე

ადგილების რაოდენობა 1

თანამდებობრივი სარგო 1320 ლარი

 

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;

ბ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა;

გ) ინგლისური ენის ცოდნა; 

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

 

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

 

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები:

ა) საქმიანობის  კოორდინაციის;

ბ) დროის ეფექტურად მართვის;

გ) ანალიტიკური აზროვნების;

დ) გუნდში მუშაობის.

 

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ) საქართველოს კანონი  „ზოგადი განათლების შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი  „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

დ) „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერის №99/ნ ბრძანება;

ე) „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;

ვ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება;

თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბერის №89/ნ ბრძანება.

 

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე - hr-jobs@eqe.ge

–  აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

ა) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე, სადაც აღნიშნულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილება;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მიუთითოს 2 რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

დ)სამოტივაციო წერილი.

 

კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად:

ა) განცხადებების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

 

ბრძანება კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge