ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021222425
2627282930  

სიახლეები

სამედიცინო განათლების საერთაშორისო აღიარება

8 აპრილი, 2017
/res/images/images/MedicalUni.jpg

საქართველოს საქმიანი ვიზიტით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი - პროფესორი დევიდ გორდონი და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიობჰან ფიცპარტიკი ეწვივნენ. ჩამოსვლის მიზანი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გაცნობა და სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის პერსპექტივების განხილვა იყო.

საქართველოში მიღებულ სამედიცინო განათლებას 2023 წლიდან უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. სამედიცინო პროგრამების აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს მოიპოვოს ფედერაციის აღიარება, რაც საშუალებას მისცემს განახორციელოს სამედიცინო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

ჯანმრთელობის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამედიცინო განათლებისადმი წაყენებული ახალი მოთხოვნები და სამომავლო ტენდენციები. სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს სამუშაო შეხვედრის დროს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი და ლუგარის სახელობის ლაბორატორია.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge