ჩვენ ვიყენებთ cookies რათა მოგცეთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენს საიტზე. Cookies - არის ფაილები რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში და საიტების უმეტესობაში გამოიყენება რათა გაუმჯობესდეს თქვენ ვებ გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გააგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას რაიმე ფუნქციის შეცვლის გარეშე, თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ cookies-ით

გაიგე მეტი დახურვა

ღონისძიებების კალენდარი

arrow ივნისი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021222324
25
2627282930  

სიახლეები

ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განხილვა გრძელდება

27 აპრილი, 2017
/res/images/images/EFQ_26.04.2017.jpg

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ევროპის განათლების ფონდის“ (ETF) წარმომადგენლის, განათლების ექსპერტის ედუარდა კასტელ-ბრანკოს ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს თავსებადობადა განსხვავებები ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს პროფესიული კრედიტის მნიშვნელობის, მისი შემუშავებისა და დანერგვის მეთოდოლოგიის შესახებ. ასევე, აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული კრედიტი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის - კვალიფიკაციების აღიარებისა და მობილობისას.

დღის ბოლოს მხარეებმა სამომავლო საქმიანობის გეგმები განსაზღვრეს. დაიგეგმა პროფესიული კრედიტის დანერგვის, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს თავსებადობის კრიტერიუმების დადგენის, თავსებადობის ეტაპების გასაზღვრის და პროფესიული კრედიტების დანერგვის მეთოდოლოგიის განხილვის საკითხები.

განათლების ექსპერტთან, ედუარდა კასტელ-ბრანკოსთან შეთანხმებით  შეხვედრები გაიმართება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საგანმანთლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან, განათლების ექსპერტებსა და დონორ ორგანიზაციებთან. მათ წარედგინებათ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ახალი პროექტი და მისი დანერგვის ხელშეწყობის აქტივობები.

 

 

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge