კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11
121314151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

23 მაისი, 2017

22 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა „პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტების ტრენინგი.

შეხვედრაზე განიხილეს გასული წლის მხარდაჭერის ვიზიტების გამოცდილების ანალიზი, დაინტერესებულ პირებს გაეწიათ პრაქტიკული რეკომენდაციები შიდა და გარე მხარდაჭერის პროცედურებისათვის, ყურადღება გამახვილდა მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს მხარდაჭერის კითხვარები და რეკომენდაციები მოდულური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით.

დაწესებულებებს, რომლებსაც ჯერ არ დაუნერგავთ მოდულური პროგრამები, შეუძლიათ მომართონ ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს და მიიღონ უფასო კონსულტაციები და ისარგებლონ დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის მომსახურებით.

2015 -2016 წლებში მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის მიზნით კონსულტირების 75 და მხარდაჭერის 154 ვიზიტი განხორციელდა.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge